• Geo
  • Eng
14.02.2013
დინამო–2 ბენდელას თასის ნახევარფინალშია

ბენდელას თასის გათამაშების 1/4 ფინალური შეხვედრაში დინამო–2 ზოოვეტს დაუპირისპირდა. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული მატჩი რამაზ მუმლაძის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ანგარიში თამაშის დებიუტში გახსნეს, მეკარესთან ფაქტობრივად ერთი–ერთზე გასულ ლაშა ჩაფიძეს გოლის გატანა არ გასჭირვებია – 1:0 დინამოელთა სასარგებლოდ. 27–ე წუთზე დინამოელებმა უპირატესობა განიმტკიცეს. ზოოვეტის კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა ზუსტად შეასრულა – 2:0. პირველი ნახევრის მიწურულს, 42–ე წუთზე, მეტოქემ ანგარიშში სხვაობის შემცირება  და მატჩის საფინალო შედეგის დაფიქსირება მოახერხა – 2:1.

 

ზოოვეტის წინააღმდეგ რამაზ მუმლაძემ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

 

სეფიაშვილი, სამხარაძე (კაკულია 46’), გურეშიძე, კაკუბავა (მახარობლიძე 23’), ტვილდიანი, რეხვიაშვილი (სარიშვილი 46’), კვეკვესკირი, პარუნაშვილი (ჯიშკარიანი 46’), ჩაფიძე (არახამია 46’), რუხაძე (ფოცხვერია 46’), ზივზივაძე (თექთურმანიძე 46’)

 

დინამოელთა მომავალი მეტოქე ხვალ გაირკვევა. 1/2 ფინალში ჩვენი გუნდი გორის დილასა და იუსი ბესტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024