• Geo
  • Eng
16.10.2021
დინამომ ტორპედოს ისევ აჯობა

დინამო არენაზე დღეს 81- ე ქართული დერბი გაიმართა. პირველი სახიფათო მომენტი მატჩის მე- 6 წუთზე სტუმართა ანგარიშზე ჩაიწერა, ლევან წოწონვას დარტყმული ესპანელმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. საპასუხოდ დინამომ შეუტია და ანგარიშიც გაიხსნა. გიორგი მოისწრაფიშვილის ტექნიკური გადაცემის შემდეგ ზუსტი დარტყმა ფაბიან სპორქსლედემ შეასრულა 1-0. მე- 17 წუთზე ჯერ ანზორ მექვაბიშვილის დარტყმული მოიგერია მცველმა, დამატებაზე კი გიორგი მოისწრაფიშვილის დარტყმული აცდა კარს. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ლამაზი კომბინაცია საბოლოოდ სპორქსლედეს ოდნავ არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მსაჯის სასტვენამდე კი ზორან მარუშიჩმა კარის აღების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. მეორე ტაიმი განახლდა და ტორპედო კიდევ ერთხელ გადაურჩა გაშვებულ გოლს, შეტევის ბოლო ფაზა, გიორგი პაპავას დარტყმული და ბურთი სანტიმეტრებში ცდება ლევან შოვნაძის კარს. საპასუხოდ კი უკვე ანდრეს პრიეტოს მოუწია თავისი კლასის ჩვენება, მან მუჰამედ ბუკასის ურთულესი დარტყმული მოიგერია. თამაშის სადავეები დინამომ მოიპოვა და შეხვედრის ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან, საბოლოოდ დედაქალაქელებმა ამ სეზონში მეოტხედ აჯობეს ტორპედოს, მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და 20 ოქტომბერს ბათუმში, ადგილობრივ დინამოს შეხვდებიან.

 

დინამო  1-0  ტორპედო

გოლი: 1-0 სპორქსლედე 7’ 

გაფრთხილება: ბუკასი 37’  მუდიმუ 83’  ხარაბაძე 93’  პაპავა 95’

 

დინამო: პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, მექვაბიშვილი, ხარაბაძე (კობოური 95), სპორქსლედე, მოისწრაფიშვილი (კალანდაძე 74), ოსეი, კუცია (მორჩილაძე 74), მარუშიჩი

ტორპედო: შოვნაძე, მირცხულავა, ნადარაია, მამასახლისი (რეკიში 71), ზიდანი, ბუკასი (ტაბატაძე 86), წოწონავა (ჩალაძე 71), მუდიმუ, ინკუმი (მჭედლიძე 81), ცინცაძე, კარაგუნისი (მახარობლიძე 81)

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024