• Geo
  • Eng
21.02.2013
დინამოელებმა 11:1 მოიგეს

ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე გამართეს. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო–2 მეტოქე ქართილი 2011 იყო. რამაზ მუმლაძის გუნდმა დღევანდელ შეხვედრაში დიდი ანგარიშით – 11:1 იმარჯვა. ჩვენი გუნდის რიგებიდან თითო ბურთი გაიტანეს ნიკა კვეკვესკირმა, ლაშა პარუნაშვილმა, ლაშა ჩაფიძემ, ბიძინა მახარობლიძემ და ბუბა რუხაძემ, ვატო ფოცხვერიამ დუბლი შეასრულა, ბუდუ ზივზივაძემ კი ოთხი გოლი გაიტანა.

ნახევარფინალურ მატჩში რამაზ მუმლაძემ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

სეფიაშვილი (ხაინდრავა 46’), სამხარაძე (კაკულია 46’), გურეშიძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი, რეხვიაშვილი (მახარობლიძე 46’), სარიშვილი (ჯიშკარიანი 46’), პარუნაშვილი, არახამია (დიასამიძე 46’), ჩაფიძე (რუხაძე 46’), ფოცხვერია (ზივზივაძე 46’)

ფინალური მატჩს დინამოელები 25 თებერვალს ბენდელას სტადიონზე გამართავენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე– ტორპედო ქუთაისი იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024