• Geo
  • Eng
06.10.2021
19 წლამდელთა ფრე უელსთან

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ნორვეგიის ქალაქ ლარვიკში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი უელსთან გამართა და გატანილი გოლების გარეშე 0-0 დაცილდა მეტოქეს. შეხვედრაში მონაწილეობა ხუთმა დინამოელმა - თორნიკე დუნდუამ, ლუკა სალუქვაძემ, მუხრან ბაგრატიონმა, ნიკა ცხოვრებაშვილმა და ნიკა სიხარულაშვილმა მიიღო.

მომდევნო მატჩს ჭაბუკი ჯვაროსნები 9 ოქტომბერს კოსოვოსთან გამართავენ, რომელიც თავის მხრივ მასპინძელთა ნაკრებთან 0-3 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024