• Geo
  • Eng
27.05.2024
2-2 კოლხეთთან ქობულეთში

დღეს ქობულეთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც კოლხეთმა დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე დაწინაურდნენ. ზუსტი დარტყმა მასპინძელთა კარისკენ ოსკარ სანტისმა შეასრულა. საპასუხოდ მე-20 წუთზე გიორგი ხარებავამ გაიტანა და ტაიმი 1-1 მორჩა. მეორე ნახევარი წვიმის ფონზე და გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მასპინძლები 65-ე წუთზე გიორგი მელქაძის დარტყმით დაწინაურდნენ, რასაც დინამოელთა რამდენიმე მწვავე, მაგრამ უშედეგო შეტევა მოჰყვა. საბოლოოდ დედაქალაქელთა მონდომებამ შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გამოიღო, რა დროსაც გამთანაბრებელი გოლი გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა და თამაშიც 2-2 დასრულდა. მომდევნო და მეორე წრის ბოლო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 1 ივნისს საკუთარ სტადიონზე, გაგრას წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024