ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო-2 სპაერს ესტუმრა. მატჩი დინამოელებმა 1-2 დათმეს. ანგარიში გიორგი გვიშიანმა მე-20 წუთზე გახსნა, გიორგი ა. ცეცხლაძემ კი პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშ გაათანაბრა. საბა გეგიაძემ სპაერი 55-ე წუთზე დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. დინამოელებს 24 ქულა დარჩათ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან, ჩამორჩებიან რა სიონს და რუსთავს 2 ქულით. მომდევნო შეხვედრას დინამო-2 28 მაისს ვიტ ჯორჯიასთან, აკადემიის მოედანზე გამართავს.
მატჩის ოქმი
19 წლამდე ლიგაში დედაქალაქელები ქუთაისს ესტუმრნენ. მე-12 ტურის მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. დინამოელები 26 ქულით და გოლების უკეთესი ბალანსით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. ასევე 26 ქულა აქვს საბურთალოს.
დინამო: საური, პატარკაციშვილი, შათირიშვილი, შაშიაშვილი, ხუციშვილი, ოდიკაძე, ტკალია, ბურდიაშვილი, ბუბუტეიშვილი, ჩიქოვანი, ნაჭყებია
სატადარიგო სკამი: ღაღვაშვილი, ჭოლოკავა, კაპანაძე, საჯაია, ქართველიშვილი, ელისაშვილი, მეხტიევი