• Geo
  • Eng
26.05.2024
11 წლამდელებმა სამტრედიის ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულეს

სამტრედიაში დასრულდა ირაკლი ქუთათელაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი 11 წლამდე ფეხბურთელთა შორის. პატარა დინამოელებმა გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულეს.

 

ჯგუფში დინამომ პირველი მატჩი ქობულეთთან გამართა და 12-0 დაამარცხა მეტოქე, სამტრედიის ლოკომოტივს კი დედაქალაქელებმა 4-0 მოუგეს. მეოთხედფინალში დინამომ სამტრედიის ლოკომოტივი 2-ს 4-2 მოუგო, ხოლო ნახევარფინალური მატჩი დინამომ ლოკომოტივთან 2-3 დათმო. ბრინჯაოს მედლებისთვის ჩვენი გუნდი ინტერის აკადემიას შეხვდა და 3-0 მოუგო მეტოქეს. გათამაშების საუკეთესო თავდამსხმელად ჩვენი გუნდის შემტევი დაჩი დობორჯგინიძე აღიარეს, ტურნირის ბომბარდირი კი ლაშა ქირია გახდა.

 

აქვს გაგაცნობთ დინამოელთა შემადგენლობას:

დათო ჭანტურია, ვანო ჯინიყაშვილი, ბესო გვიშიანი, ერეკლე რუაძე, გიორგი კუპრაძე, ირაკლი წულაია, საბა ლეონიძე, დანიელ ბერიძე, კონსტანტინე ალექსიძე, ანდრია ფირანიშვილი, ჯაბა კანკავა, დაჩი დობორჯგინიძე, ტიმოთე გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ ძირკვაძე, ლაშა ქირია და გიორგი გამხუაშვილი (მწვრთნელი - ჯაბა გოგოლაძე)

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024