• Geo
  • Eng
27.02.2013
დუბლებმა პირველი ადგილი დაიბრუნეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XX ტურის გადადებული მატჩი დინამოელებმა დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი ფეხბურთელები ზუგდიდს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. შეხვედრის 37–ე წუთზე თორნიკე მაჭავარიანმა ანგარიში გახსნა, დინამოელები წინ გავიდნენ – 1:0. თბილისელმა ფეხბურთელებმა მატჩის 71–ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან კუთხური გაათამაშეს, საჯარიმოში ჩაწოდებულi ბურთი კარში ბექა მელიქიძემ გადაგზავნა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0

 

ზუგდიდთან მოგებული შეხვედრის შემდეგ დინამოელებს 47 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

 

დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

 

ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, თევზაძე, მელიქიძე, მურუსიძე, ჭეჭელაშვილი, სარიშვილი (კიტოვანი 46’), ლობჟანიძე (წილოსანი 70’), მათიაშვილი (კვარაცხელია 46’), მაჭავარიანი, მესხი (ნიკვაშვილი 46’)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024