დინამოს მეორე შემადგენლობამ ლიგა 4- ის მორიგი მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ვანის სულორი მიიღო და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა მეტოქე. გათამაშების ლიდერმა ანგარიში პირველი ნახევრის ბოლო წუთზე, ნიკა ქოქოსაძის ზუსტი დარტყმით გახსნა. 62- ე წუთზე პირველი გოლის ავტორის ნაცვლად შესულმა ჯუმბერ ხმელიძემ ვანელებს მეორე გოლი გაუტანა. ათიოდე წუთში ასევე შეცვლაზე შესულმა ნიკა სიხარულაშვილმა დედაქალაქელები კიდევ უფრო დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი ლაშა ოდიშარიამ 81- ე წუთზე დააფიქსირა. დინამოელები მე- 12 ტურის მატჩს 22 ოქტომბერს ხარაგაულში მარგვეთთან გამართავენ. სატურნირო ცხრილში ჩვენი გუნდი 25 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ბორჯომს უკეთესი მაჩვენებლით ჯობნის.
დინამო-2 4-0 სულორი
დინამო-2: მიგინეიშვილი, აწყურელი, იაკობიძე, ერაძე, ფაჩულია, ჭვრიტიძე, გაბიტაშვილი, ოსიყმაშვილი, ოდიშარია, ქოქოსაძე
შეცვლაზე შევიდნენ: სიხარულაშვილი, ბაბუნაძე, ხმელიძე, დუმბია, სალუქვაძე