• Geo
  • Eng
06.11.2021
წაგება გორში

გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 33- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დილამ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. თბილისელებს რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ გოლის გატანა. ლევან ხარაბაძის, ბარნს ოსეის და ზორან მარუშიჩის მცდელობებს კი სიზუსტე აკლდათ, რიგ შემთხვევაში მასპინძელთა კარი გოლკიპერმა იხსნა აშკარა ხიფათისგან. საპასუხოდ გორელებმა დედაქალაქელთა ძელს გაარტყეს ბურთი. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. ზუსტად ირაკლი ბიძნაშვილმა ითამაშა. გორელებს რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ ჰქონდათ მეორე ტაიმში, დინამო კი ბევრს უტევდა მაგრამ ზუსტ დარტყმამდე საქმე ვერ მივიდა. ბარნს ოსეის ჰქონდა კარგი მომენტი, ასევე ნოდარ ქავთარაძეს არ გამოუვიდა დარტყმა. შეცვლაზე შემოსულ გიორგი გაბედავასაც, რომელმაც საბოლოოდ მოირჩინა ტრავმა, მატჩის ბოლოს შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მისი დარტყმულიც კარს მცირედით აცდა. საბოლოოდ დილამ 1-0 მოიგო, დინამო თბილისი კი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბათუმის დინამოს 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას კახა ცხადაძის გუნდი 20 ნოემბერს ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ, დინამო არენაზე ჩაატარებს.

 

 

დილა 1-0 დინამო

გოლი: 1-0 ბიძინაშვილი 47’

გაფრთხილება: სანტოსი 14’  ქავთარაძე 29’

 

დილა: გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი (ნემსაძე 76), ღუდუშაური (ბუღრიძე 72), მაისაშვილი (მანზი 73), ნონდი, სანტოსი, გაგნიძე, ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 72), სილვა, კამარა, მადინგა

დინამო: პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, მექვაბიშვილი, ხარაბაძე (გაბედავა 80), სპორქსლედე (მორჩილაძე 69), რადინი (მოისწრაფიშვილი 69), ოსეი (ქარდავა 80), ქავთარაძე (კუცია 56), მარუშიჩი

 

მსაჯი: ბ. ნინუა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024