საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა, რომელიც უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობს, ისლანდიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, მასპინძელთა ნაკრებს 1-0 აჯობა. გოლი მატჩის დასრულებამდე ცოტახნით ადრე სტანდარტული სიტუაციიდან ალექსანდრე ნარიმანიძემ გაიტანა (საგოლე გადაცემა დინამოელმა ლუკა პარკაძემ ჩაიწერა აქტივში).
ბოლო ტურის წინ, ჭაბუკი ჯვაროსნები სატურნირო ცხრილში 4 ქულით პირველ ადგილს იკავებენ. 28 ოტომბერს კი გიორგი ჩიტაურის გუნდი ესტონეთს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ელიტ რაუნდში თითო ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის (სულ 13 ჯგუფია), ასევე ელიტ ლიგის საგზურს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მიიღებს.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორმა ექვსმა დინამოელმა - თენგო გობეშიამ, საბა ხარჩილავამ, გაბრიელ სიგუამ (ნაკრების კაპიტანი), თენგო ალიბეგაშვილმა, გიორგი ფარცვანიამ და ლუკა პარკაძემ მოირგო.
ფოტო © mlsz.hu