• Geo
  • Eng
21.03.2013
დინამოელები 21–წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 21–წლამდელმა ნაკრები ავსტრიაში, ალბანეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა. ამხანაგური მატჩი ალექსანდრე ჩივაძის გუნდის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. ახალგაზრდა ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენი გუნდიდან არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური ვიხილეთ. ნაკრებში გამოძახებული კიდევ ერთი დინამოელი – ლაშა ჩაფიძე კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024