20 ნოემბერს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 34- ე ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო შუქურას უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%- ზე შესაძლებელია გულშემატკივართა დასწრება. მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მატჩის ბილეთი.
ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი (ორივე დოზით).
ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.
ან 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
ბილეთის ფასი: 5 და 10 ₾
ბილეთების შეძენა გარდა დინამო არენას სალაროებისა, ასევე შეგიძლიათ ელექტრონულად.