• Geo
  • Eng
18.11.2021
პატარა დინამოელები ბათუმის თასზე

19- დან 22 ნოემბრის ჩათვლით ბათუმში 11 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი - ბათუმის თასი ჩატარდება. ტურნირში 4 ქვეყნის 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

 

A ჯგუფი: რიზესფორი (თურქეთი), კლაიპედა (ლიეტუვა), პორტუს ბათუმი (საქართველო), ლოკომოტივი თბილისი (საქართველო), დინამო თბილისი (საქართველო).
B ჯგუფი: ბურსასფორი (თურქეთი), ჟალგირისი (ლიეტუვა), დინამო ბათუმი (საქართველო), გლდანი თბილისი (საქართველო), აგრომატი (უკრაინა)

 

პატარა დინამოელები 19 ნოემბერს ორ მატჩს ჩაატარებენ. დინამო ჯერ კლაიპედას შეხვდება, შემდეგ კი პორტუს ბათუმს.

 

თბილისელები ბათუმში დავით კაციას ხელმძღვანელობით და 24 ფეხბურთელით გაემგზავრნენ: ნიკა თარაშვილი, ოთო გურიელი, ირაკლი ხვიჩია, ნიკა კობზონაძე, სანდრო ხარაზი, თორნიკე ფილაური, ანდრია ფოცხვერია, ლუკა ჯიქიძე, სანდრო ბინიაშვილი, გიორგი აბულაძე, ლუკა კაკაშვილი, ნიკა სახვაძე, ალექსანდრე ჩიქოვანი, რეზი ჭანგურიძე, გაბრიელ გოგუა, ანრი უგულავა, დემეტრე გელაშვილი, ანდრია ოჩიგავა, ლუკა გარუჩაბა, გეგა ბეგიაშვილი, დემეტრე დემეტრაშვილი, ალექსანდრე სიხარულიძე, ანდრია სიხარულიძე და საბა ტაბატაძე ტურნირზე ლურჯ-თეთრ ფერებს დაიცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024