• Geo
  • Eng
05.04.2013
დინამო – ჩიხურას ლაშა სილაგავა განსჯის

უმაღლესი ლიგის XXVI ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, საჩხერის ჩიხურასთან გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის.

 
უკანასკნელი თამაში, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა ეროვნული ჩემპიონატის ქვედა ექვსეულის გასული ტურში გამართული – სიონი 0:1 დინამო ბათუმი გახლავთ. აღნიშნულ დაპირისპირებაში, მატჩის მთავარ არბიტრმა ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა. ოთხი ყვითელი ბარათი მასპინძლებს უჩვენა, სამი კი – სტუმრებს.

 

დინამოს მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს ლანჩხუთში, დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი იმსაჯა, სადაც მან მატჩის მონაწილეებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა. ლაშა სილაგავამ ორჯერ გურულებ გააფრთხილა, ერთი ბარათი კი ჩისკომ მიიღო.


ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 92 თამაში / 307 ყვითელი / 13 წითელი / 14 პენალტი

პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 17 თამაში / 47 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024