პირველი ლიგის XXIII ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. დინამო–2 ჭიათურას დაუპირისპირდა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 2:1 მოუგო. ანგარიში მატჩის მეთოთხმეტე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა, დავით ციცხვაიამ გახსნა. დაპირისპირების 27–ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე სანდრო გურეშიძემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 2:1.
დინამო–2 2:1 ჭიათურა
გოლები: 0:1 ციცხვაია 14’
1:1 ტატანაშვილი 27’
2:1 გურეშიძე 89’
დინამო–2: ხაინდრავა, კაკულია, მელიქიძე, გურეშიძე, ტვილდიანი, რეხვიაშვილი, ჯიღაური (მახარობლიძე 78’), პარუნაშვილი, თექთურმანიძე (ჩაფიძე 46’), ტატანაშვილი, შინდაგორიძე (არახამია 46’)
ჭიათურა: ბადურაშვილი, შეყილაძე, ცუცქირიძე, ქირია, მაჭარაშვილი, კუჭაშვილი (გაბაძე 59’), სარალიძე, სევასტოპულო, ბაბლიძე, შალიკაშვილი (სტეფანიშვილი 80’), ციცხვაია
გაფრთხილება: ჯიღაური, პარუნაშვიული, კაკულია – ბაბლიძე, სევასტოპულო