დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXVI ტურის შეხვედრა დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ზუგდიდის წინააღმდეგ გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხა.
დინამოელებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტში გახსნეს. მერვე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გოლად აქცია – 1:0. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა 48–ე წუთზე გაზარდეს, გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა – 2:0. დაპირისპირების 55–ე წუთზე ზუგდიდელთა კარში კიდევ ერთი ბურთი გავიდა – გაგა მურცხვალაძემ ანგარიში 3:0 გახადა. მატჩის 64–ე წუთზე შეცვლაზე შესული თორნიკე მაჭავარიანის ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში 4:0 გახდა. 74–ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა ვაჟა მათიაშვილმა სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა – 5:0. სტუმრებმა 78–ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს – 5:1, გოლი ლუკა გუგუჩიამ გაიტანა. მატჩის მიწურულს, 88–ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ზუგდიდის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი უზადოდ შეასრულა და ხუთბურთიანი სტატუს–კვო აღადგინა – 6:1.
ამრიგად. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდს 26 ჩატარებულ შეხვედრის შემდეგ 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
დინამო 6:1 ზუგდიდი
გოლები:
1:0 ჭეჭელაშვილი
2:0 ლობჟანიძე
3:0 მურცხვალაძე
4:0 მაჭავარიანი
5:0 მათიაშვილი
5:1 გუგუჩია
6:1 პაპუნაშვილი
დინამო: ხაინდრავა, კაკაბაძე, თევზაძე (მაჭავარიანი 63’), მელიქიძე, მურუსიძე, ჭეჭელაშვილი (კიტოვანი 79’), სარიშვილი (დოლიძე 63’), ლობჟანიძე (გოგინაშვილი 75’), პაპუნაშვილი, მესხი (მათიაშვილი 70’), მურცხვალაძე
ზუგდიდი: ძაგანია, ქომეთიანი (ქირია 25’), როგავა, გამრეკლიძე, ბერიშვილი, ქანთარია, კობერიძე, გუგუჩია, ფარჯიკია (თოლორაია 58’), ხუბუა, კუკავა
გაფრთხილება: მაჭავარიანი – გუგუჩია