პატარა დინამოელებმა ბათუმის თასზე მესამე შეხვედრა, თბილისის ლოკომოტივს სანდრო ბინიაშვილის გოლით 1-0 მოუგეს და ნახევარფინალში თამაში ვადაზე ადრე გაინაღდეს. შეგახსენებთ, დათო კაციას შეგირდებმა ლიეტუვურ კლაიპედას 4-0 დამარცხების შემდეგ, პორტუს ბათუმს 3-1 აჯობეს.
ხვალ დილით დინამოელები ჯგუფის ბოლო მატჩს თურქულ რიზესფორთან ჩაატარებენ, საღამოს კი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებენ. მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.