დღეს აკადემიის მოედანზე დინამომ მეოთხე ლიგის ზედა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. თბილისელებმა მარგვეთს უმასპინძლეს და გიორგი ჭვრიტიძის დებიუტში გატანილი გოლით 1-0 აჯობეს მეტოქეს. დინამოს მთელი მატჩის მანძილზე საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მასპინძლებმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უკვე მოპოვებულ, მე- 3 ლიგის საგზურთან ერთად, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც გაინაღდა.
დინამო-2 მომავალი სეზონიდან ეროვნული ჩემპიონატის მე- 3 ლიგაში იასპარეზებს.
დინამო-2 1-0 მარგვეთი 2006
დინამო-2: ბერუაშვილი, ჯანგიძე, ერაძე, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, ხმელიძე, გაბიტაშვილი, ჭვრიტიძე, ბაბუნაძე, მაისურაძე, ოდიშარია
შეცვლაზე შევიდნენ: ქოჩაკიძე, ჟივიძე, მირზიკაშვილი