• Geo
  • Eng
29.10.2021
გულშემატკივართა საყურადღებოთ

31 ოქტომბერს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 32- ე ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო თელავს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%- ზე შესაძლებელი გახდა გულშემატკივართა დასწრება. მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მატჩის ბილეთი, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი (ორივე დოზით), ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა, ან 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024