საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა, რომელიც უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზობდა, ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. მართალია ჭაბუკი ჯვაროსნები ჯგუფის მესამე მატჩში ესტონეთთან მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდნენ, თუმცა 4 დაგროვილი ქულა ჯგუფში მეორე ადგილზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.
ელიტ რაუნდი გაისად გაზაფხულზე გაიმართება, ხოლო თავად ევროპის ჩემპიონატს ისრაელი 16 მაისიდან 1 ივნისამდე უმასპინძლებს.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ფორმა რვავე გამოძახებულმა დინამოელმა - თენგო გობეშიამ, საბა ხარჩილავამ, გაბრიელ სიგუამ (ნაკრების კაპიტანი), თენგო ალიბეგაშვილმა, გიორგი ფარცვანიამ, აკაკი გიუნაშვილმა, ამინ კარაევმა და ლუკა პარკაძემ მოირგეს.