• Geo
  • Eng
11.11.2021
8 დინამოელი 19 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები პორტუგალიის ქალაქ ლოუზადაში დაგეგმილ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ახალგაზრდა ჯვაროსნები დღეს 19.00 საათზე მასპინძელთა ნაკრებს შეხვდებიან. 13 ნოემბერს კი საქართველოს მეტოქეობას დანია გაუწევს.

ვასილ მაისურაძემ სამთა ტურნირზე საასპარეზოდ დინამოს 8 ფეხბურთელს უხმო: ლუკა სალუქვაძე, თორნიკე დუნდუა, ნიკა უგრეხელიძე, დავით გოგოტიშვილი, მუხრან ბაგრატიონი, ნიკა ცხოვრებაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი და ჯადული იობაშვილი მოახლოებული მატჩებისთვის მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024