დინამო 2- მა ვანში სულორი დაამარცხა და პირველი ადგილი განიმტკიცა.
სტუმრად გამართული მატჩის ბედი მეორე ტაიმის დებიუტში თამაზ ბაბუნაძის და ირაკლი იაკობიძის ზუსტმა დარტყმებმა გადაწყვიტეს. თბილისელებმა ორი უპასუხო გოლით მოიგეს და უკვე გარანტირებულ მე- 3 ლიგის საგზურთან ერთად, ჯგუფში პირველი ადგილიც განიმტკიცეს. შემდეგ შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი აკადემიის მოედანზე, 16 ნოემბერს მარგევთთან გამართავს.
სულორი 0-2 დინამო-2
დინამო-2: ბერუაშვილი, იაკობიძე, ერაძე, ოდიშარია, ოსიყმაშვილი, ხმელიძე, ბაბუნაძე, ომარაშვილი, გაბიტაშვილი, აწყურელი, დუმბია
შეცვლაზე შევიდნენ: ჭვრიტიძე, ფაჩულია, მეტრეველი, მირზიკაშვილი