მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ ბოლნისის სიონი 3:0 დაამარცხა და მე- 15 გახდა საქართველოს ჩემპიონი, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.
მალხაზ ჟვანია: ლამაზი შეხვედრა გამოვიდა, დინამომ მოიგო და დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და ყველას ვინც გვერდში გვედგა, ვულოცავ ამ გამარჯვებას.