საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში, ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს. რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩისთვის დინამოდან 7 ფეხბურთელს უხმო:
21 წლამდე ნაკრების დებიუტანტი ვახო სალია, ჯადული იობაშვილი, გიორგი მაისურაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ნოდარ ლომინაძე, ლევან ოსიყმაშვილი და ვასილიოს გორდეზიანი ყაზახეთთან მატჩისთვის მოემზადებიან.
საქართველოს 20 წლამდე ნაკრები 8 ივნისს ასევე ყაზახ თანატოლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. გიორგი ადამიამ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 5 ფეხბურთელს უხმო: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშვილი, თემურ გოგნაძე, შოთა კვერენჩხილაძე და დავით გოცირიძე.
ჩვენი ქვეყნის 19 წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 8 და 10 ივნისს, პეტრო არენაზე, საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდება. ლაშა ფირცხალაიშვილმა აღნიშნული მატცებისთვის დინამოდან 14 ფეხბურთელი გამოიძახა:
მათე საური, ლუკა შაშიაშვილი, საბა ხარებაშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ბექა ბურდიაშვილი, ლუკა წულაია, ავთანდილ მაშავა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, საბა სამუშია, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე, გიორგი გვასალია და იუსიბ მეხტიევი.