სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დასრულებული ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩვენი გუნდის ფორვარდმა 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ასევე საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში. ჩემპიონატის მანძილზე მარუშიჩმა 16 გოლიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა თერთმეტმეტრიანი დარტყმით.