• Geo
  • Eng
29.09.2021
ლოკომოტივი 2-2 დინამო

დღეს საგურამოში, ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზამ მე- 60 დედაქალაქურ დერბის უმასპინძლა. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, თორნიკე კირკიტაძის დარტყმული მცირედით აცდა დინამოელთა კარს. მეხუთე წუთზე ანზორ მექვაბიშვილს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მისი დარტყმული მარკ სპენკელინკმა მოიგერია, დამატებაზე კი ფაბიან სპორქსლედემ ვერ ივარგა. თამაში აქტიურად და საინტერესოდ გაგრძელდა. დინამოელთა სწრაფ გადასვლას მეტოქის ნახევარზე, ბარნს ოსეის საჯარიმოში შეჭრა მოჰყვა, ბოლო პასი კი განელ შემტევს არ გამოუვიდა და ბურთი მეკარემ ჩაჭრა. იდენტური მომენტი რამდენიმე წუთში ფაბიან სპორქსლედეს შესრულებით. დინამომ მეთოდურად მოიპოვა უპირატესობა და ნახევარი საათის თავზე რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა მასპინძელთა კართან. გოლების გატანა ზორან მარუშიჩს და ბარნს ოსეის შეეძლოთ. პირველი ტაიმი სტუმართა საგრძნობი სათამაშო უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევარი პირველის დარად აქტიურად გაგრძელდა. მატჩის 55- ე წუთზე ლოკომოტივის მეკარემ კიდევ ერთხელ იხსნა კარი, მან ბოლო წამს ფაბიან სპორქსლედეს გასროლილი მოიგერია კუთხურზე. მომდევნო შეტევაში მარუშიჩის პასის შემდეგ დავიტ სხირტლაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთი ოდნავ აცდა მიზანს. დინამოელთა მასირებულმა შეტევებმა შედეგი 65- ე წუთზე გამოიღო, დავით სხირტლაძემ ერთში შეხებით მარუშიჩს მიაყოლა, სერბმა ფორვარდმა კი ზუსტი დარტყმითმორიგი გოლი მიითვალა აქტივში. ხუთ წუთში ლოკომოტივის იშვიათი შეტევა და ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა, თუმცა დიდი ალბათობით ოფსაიდიდან, საბოლოოდ გოლი ჩაითვალა. ნიკა სანდოხაძე 79- ე წუთზე ლოკომოტივს კუთხურის შემდეგ აწინაურებს, საპასუხოდ კი ბარნს ოსეი ფაბიან სპორქსლედეს გადაცემით ათანაბრებს 2-2. მომდევნო შეტევაში ლოკომოტივის მცველს ბურთი ხელზე ხვდება, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმს. მატჩის ბოლოს მსაჯმა კიდევ ერთ თერთმეტმეტრის მომენტი დატოვა ყურადღების გარეშე. საბა ხვადაგიანის შერბენა საჯარიმოში, მცველმა აკრძალული ილეთით შეაჩერა, თუმცა თამაში გაგრძელდა. საბოლოოდ მატჩი 2-2 მორჩა.

 

ლოკომოტივი  2-2  დინამო

გოლი: 0-1 მარუშიჩი 65’  1-1 სიხარულიძე 70’  2-1 სანდოხაძე 79’  2-2 ოსეი 81’ 

გაფრთხილება: მორჩილაძე 40’  სამურკასოვი 54’  დიასამიძე 82’ 

 

ლოკომოტივი: სპენკელინკი, გაბაძე, უბილავა, ვადე, სანდოხაძე, დარცმელია, შონია (გავაშელიშვილი 68), სამურკასოვი (დიასამიძე 60), კირკიტაძე, იმრანი (კახაბრიშვილი 81), სიხარულიძე (ანდრონიკაშვილი 81)

დინამო: პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, მექვაბიშვილი (კუცია 80), მორჩილაძე (მორჩილაძე 63, სპორქსლედე, რადინი (ქარდავა 63), ოსეი (ქავთარაძე 88), სხირტლაძე, მარუშიჩი

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024