• Geo
  • Eng
18.09.2021
ორჯერ 2-2 საბერძნეთთან

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა რუსთავსა და თბილისში ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საბერძნეთის ნაკრებთან გამართა. ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით 2-2 დასრულდა და ორივე შეხვედრაში გიორგი ჩიტაურის შეგირდებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს აღადგინეს სტატუს ქვო. პირველ მატჩში გოლები გივი ხაჩიძემ და ნაკრების კაპიტანმა, დინამოელმა გაბრიელ სიგუამ გაიტანეს. დღევანდელ მატჩში კი თავი გივი ხაჩიძემ და გიორგი ტაბატაძემ გამოიჩინეს.

ორივე შეხვედრაში 8 დინამოელმა - საბა ხარჩილავამ, თენგო გობეშიამ, გაბრიელ სიგუამ (კაპიტანი), გიორგი რობაქიძემ, გიორგი ფარცვანიამ, ლუკა პარკაძემ, გიორგი სურმავამ და ამინ კარაევმა მიიღეს მონაწილეობა. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024