დინამო თბილისის ყოფილი მთავარი მწვრთნელი გერმან ზონინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გერმან ზონინი ჩვენს გუნდს 1987-1988 წლებში ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით დინამოელებმა 1987/88 წლების უეფას თასის გათამაშებაზე 1/8 ფინალს უწიეს, სადაც დაძაბული ორმატჩიანი დუელი ბრემენის ვერდერთან დათმეს. მანამდე კი სოფიის ლოკომოტივს და ბუქარესტის ვიქტორიას აჯობეს.