საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი დინამოელებმა სტუმრად, რუსთავში, ადგილობრივ მეტალურგთან გამართეს. შეხვედრის 22–ე წუთზე ანგარიში ჯაბა დვალმა გახსნა. დაპირისპირების 67–ე წუთზე ანგარიშში თანაფარდობა რომან ახალკაცმა აღადგინა. მატჩის 84–ე წუთზე საფინალო ანგარიში დავით საჯაიამ დააფიქსირა – მეტალურგი 2:1 დინამო.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხი მატჩი თბილისში, 8 მაისს გაიმართება.
მეტალურგი 2:1 დინამო
გოლები: 0:1 დვალი 22'
1:1 ახალკაცი 67'
2:1 საჯაია 84'
მეტალურგი: ალავიძე, ჯაფარიძე, ინწკირველი, რაზმაძე, სუხიაშვილი, ლობჟანიძე (ახალკაცი 57’), დობროვოლსკი (სიხარულიძე 66’), გავაშელიშვილი, საჯაია, მენთეშაშვილი (მიქაბერიძე 77’), ფიფია
დინამო: ლორია, გველესიანი, გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, კოტო (ტატანაშვილი 84’), მერებაშვილი (ალვარო 55’), პაპავა, დვალი, მენდი, გრაიციარი (სეთურიძე 77’)
გაფრთხილება: ახალკაცი, ინწკირველი, ფიფია