• Geo
  • Eng
25.04.2013
გამარჯვება პირველ ლიგაში

პირველი ლიგის XXVII ტურის მატჩი დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, პირველი ლიგის A ჯგუფის ბოლოადგილოსან რაჭასთან გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს დიდი ანგარიშით – 6:2 სძლია.

 

დინამო–2 შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდა, მეთოთხმეტე წუთზე ანგარიში ბუბა რუხაძემ გახსნა. ზუსტად ერთ წუთში სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, გოლი ლევან იაშვილმა გაიტანა. დაპირისპირების 35–ე წუთზე ჩვენი გუნდი კვლავ დაწინაურდა, სტუმართა გუნდის მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ლაშა ჩაფიძემ იხეირა, რომელმაც მეტოქიქ კარი თაური დარტყმით აიღო – 2:1. პირველი ნახევრის მიწურულს დინამოელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს, 42–ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ნიკა კვეკვესკირმა მეტოქის კარში თავით გადაგზავნა – 3:1.

 

მერე ნახევარი პირველი ტაიმის მსგავსაც წარიმართა. დინამოელებმა უპირატესობა 60–ე წუთზე გაიმყარეს, შეცვლაზე შემოსულმა მიშა ჯიშკარიანმა გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა – 4:1. შეხვედრის 63–ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, ლევან იაშვილმა კიდევ ერთხელ მოახერხა გოლის გატანა, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შემცირდა – 4:2. მატჩის 70–ე წუთზე დინამოელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტი მიშა ჯიშკარიანმა შეასრულა – ბურთი მეტოქის კარში აღმოჩნდა – 5:2. შეხვედრის საფინალო ანგარიში კი 75–ე წუთზე დაფიქსირდა, გატანილი გოლით არჩილ ტვილდიანი გამოირჩა.

 

დინამო–2 6:2 რაჭა

გოლები:

1:0 რუხაძე 14’

1:1 იაშვილი 15’

2:1 ჩაფიძე 35’

3:1 კვეკვესკირი 42’

4:1 ჯიშკარიანი 60’

4:2 იაშვილი 63’

5:2 ჯიშკარიანი 70’

6:2 ტვილდიანი 75’

 

დინამო–2: ხაინდრავა, კაკულია, კაკაბაძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი, სარიშვილი (მურცხვალაძე 46’), მახარობლიძე (დოლიძე 75’), პარუნაშვილი, არახამია (ჯიშკარიანი 46’), ჩაფიძე, რუხაძე

 

რაჭა: ყურაშვილი, კოხრეიძე (ჭაბუკიანი 46’), ვარდუაშვილი, ქაჯაია, ვეკუა, ლომსაძე, კირკიტაძე (შილაკაძე 46’), იაშვილი, ნეფარიძე, შაიშმელაშვილი (ხუნდაძე 76'), სურმავა

 

გაფრთხილება: ჭაბუკიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024