• Geo
  • Eng
29.04.2013
დუბლების პირველობას კვლავ დინამო იგებს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების ოცდამეათე ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლია და გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. მერვე წუთზე გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა. დინამოელებმა უპირატესობა შეხვედრის მეორმოცე წუთზე გაიმყარეს, გატანილი გოლით გიორგი პაპუნაშვილი გამოირჩა – 2:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 45–ე წუთზე, ოთარ კაკაბაძემ ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა - 3:0. შეხვედრის საფინალო ანგარიში დაპირისპირების 48–ე წუთზე რუსთაველმა ფეხბურთელმა, გიორგი ბებიამ დააფიქსირა – დინამომ 3:1 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, დინამოს დუბლების მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ჩემპიონობა პირველმა ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ მიულოცა.

 

დინამო 3:1 მეტალურგი

გოლები:

1:0 ლობჟანიძე 8’

2:0 პაპუნაშვილი 40’

3:0 კაკაბაძე 45’

3:1 ბებია 48’

 

დინამო: ზარქუა, მაჭავარიანი, კაკაბაძე, მელიქიძე (გოროზია 46’), სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, კიტოვანი, პაპუნაშვილი (კვარაცხელია 80’), ლობჟანიძე (მურუსიძე 46’), მურცხვალაძე (დოლიძე 63’, მესხი (გოგინაშვილი 36’)

 

მეტალურგი: ბედიაშვილი, ქავთარაძე, კობახიძე, ექვთიმიშვილი, კილაძე (სხირტლაძე 46’), ციცვიძე (გამყრელიძე 46’), ლობჯანიძე (ღარდალაძე 70’), ხაბელაშვილი, აბესაძე (მელანაშვილი 64’), ხოხონიშვილი (ოქროპირიძე 54’), ბებია

 

გაფრთხილება: კიტოვანი, გოგინაშვილი – მელანაშვილი

 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, დინამოს დუბლშემადგენლობას 30 ჩატარებულ შეხვედრაში 68 ქულა აქვს. ვასილ მაისურაძის გუნდმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და გათამაშებაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024