დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში გასული სეზონი შეაჯამა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.
მთავრმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ კლუბში განახლების პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ 10 იანვარს გუნდი პრაქტიკულად სრული შემადგენლობით შეიკრიბება.
ამასთან ერთად კახა ცხადაძემ კომენტარი დინამოს აკადემიის შესახებ გააკეთა. მისი განცხადებით ახალი სპორტული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ 3 წლის შემდეგ პირველი გუნდის შემადგენლობის 80 პროცენტი აკადემიის აღზრდილებით დაკომპლექტდეს.
კახა ცხადაძის ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YouTube არხზე https://bit.ly/3JfFmXv