• Geo
  • Eng
08.12.2021
U14 დინამოს თასი 2021

10- დან 12 დეკემბრის ჩათვლით დინამო თბილისის აკადემია ამჯერად 14 წლამდე გუნდებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. დინამო თბილისის გარდა გათამაშებაში კაირათი ალმათი (ყაზახეთი), პიუნიკი ერევანი (სომხეთი) და მარტვილის საფეხბურთო აკადემია მიიღებენ მონაწილეობას.

თასის გათამაშება 10 დეკემბერს 17.00 საათზე, თბილისელთა და ერევნელთა შეხვედრით აიღებს სტარტს. მეორე მატჩში 18.45- დან კაირათი მარტვილს შეხვდება. 11 დეკემბერს ჯგუფური ეტაპის მატჩები 10.00 საათიდან დაიწყება, ხოლო 12 დეკემბერს ტურნირის მესამეადგილოსანი და ჩემპიონი გაირკვევა.

ლურჯ-თეთრ ფერებს ტურნირზე ლუკა აშოტია, დავით ღვარძელაშვილი, ნიკა გვაზავა, საბა ხარებაშვილი, გიორგი გვასალია, ლაშა ხუციშვილი, ლუკა წულაია, თორნიკე რეხვიაშვილი, რეზი დანელია, ვახო სალია, ლაზარე ნათენაძე, თემო ბარნოვი, ანდრია ხაზარაშვილი, ნიკა ჩიქოვანი, თორნიკე გულიაშვილი, ანდრია ვიბლიანი, ანდრია აბაშიძე, დაჩი გოგოლი, სპარტაკ სტეფლიანი და ალექსანდრე ჭოლოკავა დაიცავენ. მთავარი მწვრთნელი - რევაზ გვარაკიძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024