• Geo
  • Eng
02.01.2022
გივი ნოდია – 74

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ცენტრფორვარდი – გივი ნოდია 74 წლის გახდებოდა. იგი ჩვენი კლუბის ღირსებას 1967 წლიდან 1975 წლამდე იცავდა. 210 ჩატარებულ შეხვედრაში 75– ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება. არის სსრკ– ს პირველობის ოთხგზის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. ხუთჯერ მოხვდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. 1970 წლის გათამაშების ბომბარდირი 17 გოლით. არის ფედოტოვის კლუბის წევრი 113 გოლით. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1966 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. საკავშირო ნაკრებში ჩაატარებულ 21 მატჩში, გაიტანა 5 გოლი. იყო ჩვენი გუნდის მწვრთნელი 1993, 1994, 2001, 2002 და 2003 წლებში. გივი ნოდია 2005 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024