• Geo
  • Eng
31.12.2021
ვალენსიამ მამარდაშვილი გამოისყიდა

დინამო თბილისმა საფეხბურთო კლუბ ვალენსიასთან გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწია. ესპანურმა მხარემ ქართველი მეკარე წინასწარ განსაზღვრულ ვადაში გამოისყიდა.

გიორგი მამარდაშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. ახალგაზრდა ქართველი მეკარე ვალენსიას განათხოვრების წესით 2021 წლის ივნისში შეუერთდა და მას შემდეგ ლა ლიგაში ექვსი მატჩი გამართა. ამავე წელს შედგა მამარდაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, იგი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მატჩი სრულად ჩაატარა.

საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მოხარულია, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილი მოთამაშე კარიერას ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდში გააგრძელებს. კლუბი გიორგი მამარდაშვილს წარმატებას უსურვებს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024