ეროვნული ჩემპიონატის XXXI ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სტუმრად, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა, უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულში გამართული დინამო ბათუმი 1:1 ბოლნისის სიონი არის. აღნიშნულ დაპირისპირებაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს 30 მარტს, ტორპედო 1:1 დინამო იმსაჯა. ქუთაისში გამართულ შეხვედრაში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ოთარ ხეცაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ოთარ ხეცაძე
===========================================
უმაღლესი ლიგა - 23 თამაში / 99 ყვითელი / 7 წითელი / 7 პენალტი
პირველი ლიგა - 29 თამაში / 109 ყვითელი / 9 წითელი / 6 პენალტი
საქართველოს თასი - 5 თამაში / 14 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი