• Geo
  • Eng
08.05.2013
მწვრთნელები დინამო–მეტალურგს აფასებენ

დინამო არენაზე გამართული ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – გასულ ტურში ტორპედოსთან გამართულმა თამაშმა დიდი ენერგია წაიღო და აქედან გამომდინარე თამაში შედარებით მძიმედ დავიწყეთ. პირველი შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშიდან გამომდინარე მინიმუმ ერთი გოლის გატანა გვჭირდებოდა. მეტოქემ პირველ ტაიმში გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ჩვენმა წინა მეტოქემ. იმ ეპიზოდის შემდეგ, როდესაც გიორგი ლორიამ ურთულესი დარტყმა მოიგერია, დინამომ კიდევ უფრო მოუმატა, მიმაჩნია, რომ გარდამტეხი ეპიზოდი სწორედ ეს იყო. ახლა კი დაველოდებით თასის ფინალს და გადამწყვეტი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადებით.

 

გიორგი დეკანოიძე – პირველ რიგში დინამოს საქართველოს ჩემპიონობას მივულოცავ და თასის გათამაშებასა და ევროასპარეზზე წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება მეტალურგის დღევანდელ გამოსვლას, პირველი ტაიმი ნორმალურად ვითამაშეთ, მეორე ნახევარი კი ჩაგვივარდა და დიდი ანგარიშით დავმარცხდით. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც წყვილის პირველ თამაშში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024