საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ხუთბურთიანი სხვაობით – 5:0 სძლია.
დედაქალაქელებმა ანგარიში შეხვედრის 21–ე წუთზე გახსნეს, გოლი მიკელ ალვარომ გაიტანა. დაპირისპირების 57–ე წუთზე დისკვალიფიკაცის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ჩისკომ თავისი მორიგი გოლი გაიტანა – 2:0. მიკელ ალვარომ მატჩის 65–ე წუთზე დუბლი შეასრულა, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი რუსთაველთა კარში თავით გადაგზავნა – 3:0. მატჩის 70–ე წუთზე ლევან ხმალაძემ ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაზარდა – 4:0. დაპირისპირების საფინალო ანგარიში კი 87–ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მერებაშვილმა დააფიქსირა – 5:0, ორი მატჩის ჯამში ჩვენმა გუნდმა 6:2 იმარჯვა – დინამო ფინალშია.
გადამწყვეტ შეხვედრას თბილისელი ფეხბურთელები 23 მაისს, საჩხერის ჩიხურასთან გამართავენ.
დინამო 5:0 მეტალურგი
გოლები: 1:0 ალვარო 21'
2:0 ჩისკო 57'
3:0 ალვარო 65'
4:0 ხმალაძე 70'
5:0 მერებაშვილი 87'
დინამო: ლორია, ძარია (პაპავა 76’), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, ალვარო (კოტო 84’), ჩისკო, დვალი (მერებაშვილი 73’), გრაიციარი, უსტარიცი
მეტალურგი: ალავიძე, ჯაფარიძე, ინწკირველი, რაზმაძე, სუხიაშვილი, გეწაძე (ხაბელაშვილი 70’), დობროვოლსკი (კორღალიძე 73’), გავაშელიშვილი. საჯაია, მენთეშაშვილი (სიხარულიძე 67’), ფიფია
გაფრთხილება: მერებაშვილი, უსტარიცი