• Geo
  • Eng
10.01.2022
დინამო თბილისმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
10 იანვარს, ზამთრის პაუზის შემდეგ დინამოელები დიღმის ბაზაზე პირველად შეიკრიბნენ. გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩართულნი იყვნენ თბილისური კლუბის ახალწვეულები: სტანისლავ ბილენკი, დმიტრი ანტილევსკი, გოდფრი სტეფენ ბიტოკი და დავით კერესელიძე. უახლოეს დღეებში კი თანაგუნდელებს სხვა ლეგიონერებიც შეუერთდებიან.
 
დინამო 21 იანვრის ჩათვლით მზადებას თბილისში გააგრძელებს. 22 იანვრიდა კი, კახა ცხადაძის გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. ანტალიაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩების შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

2022 წლის პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა 20-მა ფეხბურთელმა მიიღო:

მეკარეები: დავით კერესელიძე, პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა კუტალაძე

მცველები: გიორგი მაისურაძე, საიმონ ბენიო, ირაკლი იაკობიძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, სტეფენ ბიტოკი, ლევან ხარაბაძე

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ნოდარ ლომინაძე, დმიტრი ანტილევსკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ჯადული იობაშვილი, გიორგი გაბედავა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024