დინამო თბილისის სამწვრთნელო სტაფს მეკარეების ბელარუსი მწვრთნელი ევგენი ტაიკევიჩი შეუერთდა. მასთან ერთად თბილისურ კლუბში კიდევ ერთი ბელარუსი სპეციალისტი იმუშავებს, დინამოს სამედიცინო შტაბს ექიმი რეაბილიტოლოგი ალექსანდრე ოდინცოვი შეემატა.
ორივე მათგანი ბოლოს სოლიგორსკის შახტიორში მუშაობდა. ბელარუს სპეციალისტებსა და დინამო თბილისს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა.