• Geo
  • Eng
13.05.2013
დინამო–2 მორიგი გამარჯვება

საქართველოს პირველი ლიგის გათამაშების XXX ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილი დინამო–2 დღეს ტყიბულის მეშახტეს დაუპირისპირდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეს რვა უპასუხო გოლი გაუტანეს. ჯაბა ჯიღაურმა და ბიძინა მახარობლიძემ ჰეთთრიქი შეასრულეს, თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ დავით ხოჭოლავა და ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით აიღო.

 

დინამოელებს 30 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 62 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ.

 

დინამო–2 8:0 მეშახტე

გოლები: 1:0 მახარობლიძე 7’

2:0 ჯიღაური 16’

3:0 მახარობლიძე 30’

4:0 მახარობლიძე 35’

5:0 შინდაგორიძე 37’

6:0 ჯიღაური 61’

7:0 კვეკვესკირი (პენ.) 68’

8:0 ჯიღაური 73

 

დინამო–2: ხაინდრავა, კაკულია (რუხაძე 46’), გურეშიძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი, მახარობლიძე (ჯიშკარიანი 46’), ჯიღაური, პარუნაშვილი, შინდაგორიძე, ხოჭოლავა, ჩაფიძე (არახამია 61’)

 

მეშახტე: ჯოხაძე, ჯიშიაშვილი, ბაქრაძე, კოღუაშვილი, ქაშაკაშვილი, ჭანკვეტაძე, გიორგაშვილი, გიორგობიანი, ხეცურიანი, ჟღენტი, კუჭუხიძე

 

გაფრთხილება: ქაშაკაშვილი

გაძევება: არახამია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024