• Geo
  • Eng
19.05.2013
დუშან უჰრინი – გლადიატორების რჩეული

გუშინ, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრის წინ, ჩვენი გუნდის ოფიციალური ფან კლუბის, გლადიატორები თბილისის ლიდერმა– როლანდ გაფრინდაშვილმა დინამოს ჩეხი მთავარი მწვრთნელი– დუშან უჰრინი გლადიატორის ორდენით დააჯილდოვა. უკვე მეოთხე წელია სეზონის დასრულების შემდეგ ფან კლუბის წევრები ასახელებენ საუკეთესო ფეხბურთელს. წელს კი ერთობლივი გადაწყვეტილებით საუკეთესო დინამოელი, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი– დუშან უჰრინი გახდა. დუშან უჰრინი მთელი მატჩის განმავლობაში ჯილდოთი მკერდდამშვენებული უძღვებოდა თავისი გუნდის თამაშს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024