დინამო არენაზე გამართული დინამო 6:1 ზესტაფონის დასრულების შემდეგ ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დუშან უჰრინი – ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას საკუთარ მოედანზე ვმართავდით და გვინდოდა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გათამაშება გამარჯვებით დაგვესრულებინა. ეს ჩემი პირველი ტიტულია საქართველოში, ძალიან გახარებული ვარ, ოთხ დღეში თასის ფინალი გვაქვს სათამაშო და ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოვამზადებით.
გიორგი მიქაძე – დინამო თბილისმა სეზონი ყველა გუნდზე უკეთესად ჩაატარა. ვულოცავ დინამოს დამსახურებულ ჩემპიონობას და წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება ზესტაფონს – კარგია, რომ სეზონი დასრულდა.