საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXIV გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, დინამო არენაზე, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ხუთბურთიანი უპირატესობით – 6:1 სძლია და ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დინამოელებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს.
დინამო 6:1 ზესტაფონი
გოლები:
1:0 გრაიციარი 15’
2:0 დვალი 18’
2:1 დემელი 37’
3:1 უსტარიცი 40’
4:1 გრაიციარი 62’
5:1 ჩისკო 66’
6:1 ჩისკო 75’
დინამო: ლორია, ძარია, გლიშიჩი, ხმალაძე (პაპავა 68’), კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (კოტო 74’), ჩისკო, დვალი, უსტარიცი, გრაიციარი (მილხრაუმი 77’)
ზესტაფონი: მეშველიანი, შარიქაძე, გრიგალაშვილი, აფციაური, ბაბუნაშვილი, დემელი, კუტალია (რობაქიძე 75’), პეტკოვი, გაგოშიძე, სარდალიშვილი (გაჩეჩილაძე 71’), კვერნაძე (ჭანკოტაძე 46’)
გაფრთხილება: კვარაცხელია – პეტკოვი