დინამო თბილისისა და ზესტაფონის ხვალინდელ შეხვედრას დავით სანოძე განსჯის.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით სანოძემ იმსაჯა, პირველ ლიგაში გამართული ბეთლემი 4:2 სულორი არის, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბოლოს დავით სანოძემ გასული წლის 11 ნოემბერს იმსაჯა. დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა ბათუმის დინამოს 5:3 სძლია. აღნიშნულ დაპირისპირებაში დავით სანოძემ ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით სანოძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
===========================================
უმაღლესი ლიგა - 3 თამაში / 12 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
პირველი ლიგა - 39 თამაში / 136 ყვითელი / 8 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი - 3 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 0 თამაში / 0 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი