დინამო თბილისსა და ფაბიენ სპორქსლედეს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ნიდერლანდელ მცველს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში.
შეგახსენებთ, რომ ფაბიან სპორქსლედე დინამოს შარშან, სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. მთლიანობაში ლურჯ-თეთრების ფორმით სპორქსლედემ 34 მატჩი გამართა და ორი გოლი გაიტანა.