საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. 29 მაისს თემურ ქეცბაიას გუნდი ესპანეთში, საუდის არაბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 3 ივნისს, შვეიცარიაში, ჯვაროსნები არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეხვდებიან. ამ მატჩებისთვის თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში 4 დინამოელს- გიორგი ლორიას, დავით კვირკველიას, ირაკლი ძარიას და ოთარ მარცვალაძეს უხმო.