დინამოს აკადემია აქტიურად განაგრძობს რეგიონალურ სკოლებთან მუშაობას და პერიოდულად სავარჯიშო და სათამაშო მეთოდოლოგიის გაზიარებას. ჩვენს აკადემიაში დინამო თბილისის სასკოლო ფილიალებს შორის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა, რომელიც რეგიონალური გუნდების განვითარებას ემსახურებოდა.
ფესტივალის (რომელშიც დმანისის, ერედვის, ახალგორის, კასპის, თიანეთის და ყაზბეგის წარმომოადგენლები მონაწილეობდნენ) პირველ დღეს მატჩები 2014, 2015 და 2016 წელს დაბადებულთა შორის 7/7 გაიმართა. მეორე დღეს კი 2012 და 2013 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის შეხვედრები 9/9 შედგა.
ფესტივალის დასრულების შემდეგ მონაწილეებსა და მწვრთნელებს სამახსოვრო პრიზები ორგანიზატორებმა - დინამოს აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ და პროექტის მენეჯერმა გია ისიანმა გადასცეს.
ფესტივალის სპონსორები isurve.ge და წიგნების მაღაზია ლიბრა გახლავთ.