დინამოს აკადემიის მოედნებზე ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც ტრადიციულად თბილისის ფეხბურთის ფედერაცია გახლდათ. მე-15 ფესტივალი 9, 10 და 11 წლამდე საფეხბურთო გუნდებს შორის ჩატარდა. სამივე ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონი დინამო თბილისი გახდა. დედაქალაქელებმა 9 (მწვრთნელი - კახა მახარაძე) და 11 (ჯაბა გოგოლაძე) წლამდელთა ფინალში ბათუმელებს აჯობეს, ხოლო 10 (ლევან ბოჯგუა) წლამდე გუნდმა გადამწყვეტი მატჩი ვიკინგებს მოუგო. 9 (გიორგი ჯაჯანიძე) წლამდე გათამაშების პრიზიორი დინამოს სკოლის გუნდი გახდა.
ფესტივალის ინდივიდუალური პრიზებიც დარიგდა. სამივე ასაკობრივში საუკეთესო მეკარე და მოთამაშე დინამოელი გახდა:
საუკეთესო მეკარე - ვანიკო ჯინიყაშვილი, დაჩი ქვილითაია და თორნიკე ყაველაშვილი.
საუკეთესო ფეხბურთელი - ნიკოლოზ შველიძე, ირაკლი წულაია და გიორგი მზექალაშვილი
საუკეთესო მცველი - თომა ხარაიშვილი